პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება – დე ძერბი “ტოტენჰემის” ჩაბარებასთან ახლოსაა

კრიზისულ სიტუაციაში მყოფი “ტოტენჰემი” “მარსელის” ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რობერტო დე ძერბის 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მხარეები უკვე ბოლო დეტალებს აგვარებენ და მალე იტალიელი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.
დე ძერბი მზადაა “დეზებს” სათავეში ახლავე ჩაუდგეს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ზაფხულამდე მუშაობის დაწყება არ სურდა.
შეგახსენებთ, “ტოტენჰემმა” რამდენიმე დღის წინ იგორ ტუდორი გაათავისუფლა. “დეზები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-17 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონასთან 1 ქულა აშორებს.