31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა

31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება.
„ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა