თამთა მეგრელიშვილი ჩერგოლეიშვილზე: იმას კი არ ამბობს, მოსახლეობას დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ხელისუფლებაში ყოფნასო, იმას ამბობს, ამერიკაში ჩავალ და პატრონებს ვეტყვი რა გეგმა მაქვსო

როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მონობასა და აგენტობაზე – არ შეიძლება ეს 1% იანი სუბიექტი არ გაგვახსენდეს მის თანამეცხედრესთან ერთად – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პარტია „ფედერალისტების” ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „იგეგმება აშშ-ში ვიზიტი – ჩავდივართ ერთი მიზეზით: მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში.“
მისივე შეფასებით, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას აჩვენონ იმსახურებენ ხელისუფლებაში ყოფნას, ამბობს რომ ამერიკაში ჩავა და პატრონებს ეტყვის რა გეგმა აქვს.
„როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ მონობასა და აგენტობაზე – არ შეიძლება ეს 1% იანი სუბიექტი არ გაგვახსენდეს მის თანამეცხედრესთან ერთად. მეტი როგორ უნდა აღიაროს, რომ ქართველი ხალხი ფეხზე ჰკიდიათ? იმას კი არ ამბობს, მოსახლეობას დავუმტკიცებთ რომ ჩვენ ვიმსახურებთ ხელისუფლებაში ყოფნასო, იმას ამბობს, ამერიკაში ჩავალ და პატრონებს ვეტყვი რა გეგმა მაქვსო. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ნამდვილად უდიდესი სახადი მოიხადა ჩვენმა ერმა, მაგრამ ერთი წამით არ გვაქვს უფლება ყურადღება მოვადუნოთ. ეს მანქურთები, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტები არ მოისვენებენ, ამიტომ გვმართებს სიფხიზლე, რათა საქართველო ისევ არ ჩაეშვას აგენტოკრატიის აწ უკვე გამოუსწორებელ მარაზმში!“ – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა