ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
სანდრო ცირეკიძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის წარმატებით ხელმძღვანელობდა რთული ტექნოლოგიური პროექტების მართვის პროცესებს.
ფლობს მაგისტრის ხარისხს ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
საჯარო სექტორში გადმოსვლამდე, მას კერძო სფეროში ტექნოლოგიური და საინჟინრო გადაწყვეტილებების მიმართულებით წამყვანი მენეჯერული პოზიცია ეკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა