ქართველმა მოჭიდავეებმა ტალინის ღია პირველობაზე 14 მედალი მოიპოვეს

ტალინის ღია პირველობაზე ქართველმა მოჭიდავეებმა, მთავარი მწვრთნელის მამუკა ჩაჩუასა და მწვრთნელების, ბესო ქალდანისა და კახაბერ დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით 14 მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონობა ლუკა დოთიაშვილმა(44კგ); ზურაბ დოთიაშვილმა(48კგ); გიორგი ლობჟანიძემ (52კგ); გიორგი გრიგალაშვილმა (57კგ); იოანე გავაშელიშვილმა (62კგ) და ცოტნე სილაგაძემ (85კგ) მოიპოვეს.
ვერცხლის მედლებს ლაშა ქორიძე(48კგ); ედუარდ მანველიშვილი(75კგ) და ანდრია დოიჯაშვილი(85კგ) დაეუფლნენ.
ტურნირის პრიზიორები ნიკოლოზ (38კგ); გიორგი კაველიძე(41კგ); რეზი იობიძე(38კგ); ნიკა გაგლოშვილი (38კგ) და გიორგი სოლომონიძე(68კგ) გახდნენ.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”