,,დამშვიდდით მეგობრებო!..“ – ირაკლი ტაბლიაშვილი

22
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი მარკო რუბიოს სატელეფონი ზარზე:
,,დამშვიდდით მეგობრებო!..
არავის აღიარებენ! არავის სცნობენ! არავის ეგუებიან!
მოდი, ვთქვათ ასე – რადგან ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიაზე ახორციელებს ქართული ოცნება, ამიტომ ესაუბრებიან მას!.. ეს ცუდი კი არაა, კარგია!
1. მოხდება შემოწმება, რამდენად ადეკვატურია “ქართული ოცნება”… ხოლო ადეკვატურობის მადასტურებელი იქნება მისი მხრიდან გონივრული კომპრომისები!
პატიმრების განთავისუფლება
არჩევნების დანიშვნა
2. თუ დაინახავენ, რომ “ქართული ოცნება” ადეკვატური არაა; მაშინ, უფრო მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამენ! რაც ასევე კარგია…
და ბოლოს – ლუკაშენკას საერთოდაც მადლობებს უხდის ტრამპი! იმიტომ, რომ “ბაწკა” შედარებით ადეკვატური აღმოჩნდა!
ლუკაშენკას რომ ოპოზიცია ჰყავდეს! ქუჩაში რომ ხალხი იდგეს! ლეგიტიმაციის პრობლემა რომ ჰქონდეს, ტრამპი არასდიდებით არ გადაუხდიდა მადლობას!
ბიძინა მადლობას ვერ დაიმსახურებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველა პატიმარს გაანთავისუფლებს! რადგან, მას ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს!
ბიძინა გაცილებით არალეგიტიმურია, ვიდრე ლუკაშენკაც კი! თან, არაფორმალი მმართველია!
რაც შეეხება საუბრის სხვა დეტალებს, ისინიც ადეკვატურობის შემოწმების ტესტი იყო.
მე შემიძლია ვივარაუდო, რომ საუბარი შეეხო:
ირანს და რეგიონს
ტრამპის გზას და შუა დერეფანს
და, 5 წუთი დაეთმო საქართველოში ვითარების დასტაბილურებას!
ვერც კი გაბედავდა თხოვნას, რომ მოხდეს ბიძინას დასანქცირება!“

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”