„პუტინს სიურპრიზები ელის“ – ამერიკელი მაღალჩინოსანი

-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ამბობს, რომ 2024 წელს, უკრაინასთან გაჩაღებულ ომში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „სიურპრიზები“ ელის.
„უნდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ 2024 წელს უკრაინელი ხალხის ერთობასა და სიმტკიცეში. დარწმუნებული ვარ – მიუხედავად იმისა, რომ ახლა დაცვას ამაგრებს, პუტინს ბრძოლის ველზე სიურპრიზები ელის, კი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს“, – ციტირებს კიევში ვიზიტით მყოფ ნულანდს „ერ-ბე-კა უკრაინა“.
ნულანდი უკრაინის დედაქალაქს 31 იანვარს ეწვია. ეს მისი მეორე ვიზიტი იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ვიზიტის დროს მას ასევე ჰკითხეს -ის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე – ამჟამად კიევის დახმარება აშშ-ის კონგრესში რესპუბლიკელთა დიდი ნაწილის ოპოზიციის გამო ვერ ხერხდება. ნულანდმა თქვა, რომ დარწმუნებულია დახმარების გამოყოფაში.
„მათ [ამერიკელებს] ესმით, რა მოხდება, თუ ვერ შეძლებთ არათუ გადარჩენას… ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ეს გაგება აისახება კონგრესის მიერ პრეზიდენტ ბაიდენის [დახმარების გამოყოფის თხოვნაზე] ხმის მიცემაში“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს