ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი დრონი შეიჭრა და ჩამოვარდა.
“ფინეთის ტერიტორიაზე დრონები შემოფრინდნენ. ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. უსაფრთხოების ორგანოებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.
სამინისტრომ განაცხადა, რომ დრონები ჰელსინკიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, კუვოლას ქალაქთან ახლოს ჩამოვარდა. მათივე ცნობით, თავდაცვის ძალები ინციდენტს იძიებენ.
სახელმწიფო უწყებების ცნობით, დრონები, სავარაუდოდ, უკრაინული იყო.