თბილისში MIXXON -ის ბრენდის ქვეშ ვისკის პირველი ბუტიკი გაიხსნა

თბილისში MIXXON -ის ბრენდის ქვეშ ვისკის პირველი ბუტიკი გაიხსნა. ბუტიკში მომხმარებელს 300-მდე დასახელების ვისკის ექსკლუზიური და ლიმიტირებული რელიზები დახვდება, რომლებიც ხშირად ევროპულ ბაზრებზეც რთული საპოვნელია.
განსაკუთრებით საინტერესოა კასრის სიძლიერის და ტორფირებული ვისკები ასევე პირველი შევსების შერის კასრებში დაძველებული ვისკების ძალიან მდიდარი არჩევანი. გარდა ლიმიტირებული რელიზებისა, „მიქსონში“ ვისკის მოყვარულები და უბრალოდ საჩუქრის მაძიებლებიც სხვადასხვა ბრენდის ძირითადი ხაზებსაც შეხვდებიან, რომელთა ღირებულება 50 ლარიდან იწყება და საუკეთესოებია თავიანთ კატეგორიაში. “მიქსონში” ფასები დემოკრატიულია და მაქსიმალურად მიახლოებულია საუკეთესო ევროპულ რითეილერებთან. ბუტიკი მომხმარებელს სთავაზობს ბევრ სასაჩუქრე სეტს და გადაწყვეტილებას, მათ შორის სხვადასხვა ფასიან სასაჩუქრე ბარათებს, ასევე მიქსონში შესაძლებელია ე.წ. გლენკაირნის ვისკის სადეგუსტაციო ჭიქების და სხვა ინვენტარის შეძენაც.
ბუტიკი არც კონიაკის, რომის, ტეკილას და ჯინის მოყვარულებს დატოვებს გულგრილს და აქაც ძალიან საინტერესო დისტილერიების ასორტიმენტს სთავაზობს, განსაკუთრებით ბევრი საინტერესო რელიზი რომის მოყვარულებს ელოდება.
„მიქსონ“-ის ბუტიკის მისამართია ვაჟა ფშაველას 22ა და ის ყოველდღიურად 12:00-დან 22:00-მდე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ შეკვეთების განთავსება ონლაინაც არის შესაძლებელზე, “მიქსონის” ონლაინ ბუტიკში, შემდეგ მისამართზე: www.mixxon.ge მიწოდება კი მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა დიდი ქალაქში ხორციელდება.