LiverpoolWorld: კვარაცხელიას გააჩნია ყველაფერი, რაც ასე აკლია “ლივერპულს” – სალაჰის შემცვლელად უნდა დაიმატონ

LiverpoolWorld-ის საფეხბურთო მიმომხილველმა გევინ კელიმ, „ლივერპულს“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად, ისევ პსჟ-ს შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ურჩია.
რატომ უნდა დაასწროს „ლივერპულმა“ „არსენალს“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი
„მაიკლ ოლისეს (ბაიერნი) აქტიურად უკავშირებენ უკავშირებენ „ლივერპულს“, თუმცა 125 მილიონი ფუნტის გამოსასყიდის გათვალისწინებით, სჯობია სხვა ფეხბურთელი მოძებნონ. ერთ-ერთი მათგანი, რომლის კანდიდატურასაც ხშირად განხილვისას არ ითვალისწინებენ, ხვიჩა კვარაცხელიაა. მისი სამსახურით ადრე მერსისაიდული კლუბი დაინტერესებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის გვაბრუნებს იმ ეპოქაში, როცა გარემარბები მცველებს „ატყუებდნენ“, გოლებს იტანდნენ და პარტიორებისთვის მომენტებს ქმნიდნენ, დროდადრო შეუმჩნეველი რჩება.
„ინდეპენდენტმა“ კვარაცხელიას „არსენალში“ შესაძლო გადასვლაზე გაავრცელა ინფორმაცია, თუ ხელმისაწვდომი იქნება, „ლივერპული“ უნდა დაუკავშირდეს პარიზულ კლუბს და ჰკითხოს, რამდენი დაუჯდება ხვიჩას შეძენა. მას გააჩნია ყველაფერი ის, რაც ასე აკლია ამ სეზონში არნე სლოტის გუნდს: ინდივიდუალიზმი, არაორდინალურობა, ჯადოქრობა და მატჩების მოგების უნარი. თუ მოჰამედ სალაჰის შემცვლელი გსურთ, მაშინ ისეთი უნდა დაიმატოთ, რომელიც გულშემატკივრებს აღაფრთოვანებს.
ადრე ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ მიანიშნა, რომ სალაჰით „პარი სენ ჟერმენი“ იყო დაინტერესებული (2024 წელს იურგენ კლოპმა მოს გასხვისებაზე კატეგორიული უარი განაცხადა), თუმცა მისი საუდის არაბეთში გადაბარგება უფრო მოსალოდნელია, სადაც დიდი ტურნირების, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მარკეტინგული პროექტის ნაწილი უნდა გახდეს. ახლა მოჰამედის გადასაწყვეტია, კარიერას ევროპაში გააგრძელებს თუ არა. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ „ლივერპულს“ დატოვებს. დანარჩენი მალე გაირკვევა. ძალიან ხომ არ დააგვიანეს გაცვლითი გარიგება?“