ბრიუსელში დღეს უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ – Reuters

ევროკავშირის ლიდერები დღეს სპეციალურ სამიტზე შეიკრიბებიან და უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მლრდ ევროს გამოყოფის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი დაარწმუნონ, რომ უკრაინას სტაბილური დაფინანსების შეთავაზების გეგმას შეუერთდეს, მაგრამ ისინი ასევე მზად არიან მიაწოდონ ფული კიევს უნგრეთის გარეშეც.
გეგმა ითვალისწინებს უკრაინის 2024-2027 წლების საჭიროებების დაფარვის ხელშეწყობას ევროკავშირის ბიუჯეტიდან, 33 მლრდ ევროს მოცულობის სესხებით და 17 მლრდ ევროს მოცულობის გრანტებით.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”