ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან, მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მერი გაეცნო სხვადასხვა მიმართულებით გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მათი შესრულების ხარისხს.
თათბირზე ასევე განხილულ იქნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მიმდინარეობა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და მუნიციპალური შესყიდვების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებს მისცა კონკრეტული დავალებები, მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვისა და პროექტების დროული განხორციელებისათვის.