ვინც არ უნდა იყოს (პატრიარქი), ყველა არის პატრიარქის გზის გამგრძელებელი – მეუფე დანიელი

10
პატრიარქის მოღვაწეობა ეკლესიის ერთიანობისა და განვითარების საფუძველია — მეუფე დანიელი აცხადებს, რომ მიუხედავად მომავალი არჩევანისა, ეკლესია მშვიდობას შეინარჩუნებს და ახალი პატრიარქი წინამორბედის გზის გამგრძელებელი იქნება. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ღვთის ნებაზეა დამოკიდებული.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ყველაფერი იქნება კარგად და ეს კიდევ ერთხელ, მთელი მისი მოღვაწეობა ამის დასტური იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მასშტაბით ეს დაადასტურა იმ დღეებმა, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ. მთელ მსოფლიოს შეძრულია, რომ იხილეს ასეთი საოცარი გამოვლინება ერთსულოვნების და სიყვარულისა და ეს იმას ნიშნავს, რომ მან დატოვა დატოვა ისეთი ეკლესია, სადაც იქნება მშვიდობა და იქნება შემდგომი განვითარება ეკლესიის ცხოვრებისა.
ვინც არ უნდა იყოს, ყველა არის პატრიარქის გზის გამგრძელებელი და ღვთის ნება როგორიც იქნება, ის იქნება კანდიდატი, – ამბობს მეუფე დანიელი.
კითხვას, ჰყავს თუ არა შერჩეული კანდიდატი ან აპირებს თუ არა თავად იყოს პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე დანიელი არ პასუხობს.
ამ თემაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, – ამბობს ის.
სასულიერო პირი ასევე ამბობს, რომ საეკლესიო პროცესებში ჩარევას ვერ ხედავს.
არავითარ ჩარევას ჩვენ არ ვგძნობდით წარსულში და არ გვაქვს მოლოდინი მომავალში. ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. ჩვენ ჩარევას ვერ ვხედავთ, – ამბობს მეუფე.

ასევე დაგაინტერესებთ