წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა – ტროტუარების მოწყობისა და გამწვანების სამუშაოები მარტში დასრულდება –

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის – წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.
“საზოგადოებას დავპირდით, რომ 1-ელ თებერვალს გავხსნიდით. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და მეორე ნაწილში კვლავ მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები. დასრულების ეტაპზეა უსაფრთხოების კუნძულების მოპირკეთება, რის შემდეგაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები დამონტაჟდება. უახლოეს პერიოდში, შუქნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის დახაზვის სამუშაოები დასრულდება. ამ ეტაპზე, დარჩენილია ტროტუარების მოწყობის და გამწვანების სამუშაოები, რომელიც მარტის თვეში დასრულდება”, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინაში ერთმანეთს დაეტაკა შურისძიების ორი ფორმა: დასავლეთის შურისძიება ყოფილ საბჭოთა კავშირზე – გერმანული ფაშიზმის დამარცხების და ყოფილი საბჭოთა კავშირის შურისძიება დასავლეთზე – მისი დაშლის გამო

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ რადგან ამ ბიუროკრატიის ნაწილია მას უფლება არ აქვს სხვანაირად ისაუბროს და სხვანაირად მოიქცეს, ის პირდაპირ დავალებას ასრულებს