მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ ძვირდება

12
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კვლავ ძვირდება. Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 115 დოლარს აჭარბებს, ეს თვიურ ჭრილში 48%-იანი გაძვირებაა. თითქმის 101 დოლარი ღირს ნედლი ნავთობი, რაც ომამდე პერიოდთან შედარებით 42%-იანი ზრდაა. ყველაზე მეტად გაძვირებულია რუსული Urals-ი, რომლის ფასიც 109 დოლარს აჭარბებს, ეს წინა თვესთან შედარებით 75%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ რუსული ნავთობი ირანის ომის შემდეგ რეკორდულად არის გაძვირებული. გაძვირდა [West Texas Intermediate] WTI-ც, რომელიც თითქმის 101 დოლარი ღირს.
მსოფლიოში ნავთობის გაძვირების მიზეზი -სა და ისრაელის მიერ 28 თებერვალს ირანზე მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებაა, რომელსაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა არა მხოლოდ ისრაელზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტეც, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა ჩაკეტვამ ნავთობის ბაზრებზე მიწოდება შეაფერხა ამან კი ბუნებრივია ფასი გაზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”