ტრამპმა გაახანგრძლივა სანქციები, რომელიც ივანიშვილსაც ეხება

-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა.ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის მავნე საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა 2021 წლის აპრილში გამოაცხადა.სწორედ რუსეთის ფედერაციის მავნე საგარეო ქმედებებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანების ფარგლებში მოხდა 2024 წლის 27 დეკემბერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის -ს მიერ დასანქცირება.რუსეთის ფედერაციის მავნე საგარეო ქმედებებთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანების ფარგლებში პირის დასანქცირება ნიშნავს, რომ სანქცირებული პირი ბრალდებულია, პირდაპირ თუ ირიბად, აშშ-სა თუ სხვა ქვეყნებში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ.ფინანსური სანქციები გულისხმობს, რომ დაიბლოკება ივანიშვილის ყველა აქტივი, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაშია ან კონტროლდება აშშ-ის მოქალაქის მიერ.„რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტული მავნე საგარეო საქმიანობა — კერძოდ, მცდელობები, ძირი გამოუთხაროს თავისუფალ და სამართლიან დემოკრატიულ არჩევნებსა და ინსტიტუტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან; მონაწილეობა მიიღოს და ხელი შეუწყოს ბოროტ კიბერაქტივობებს; წაახალისოს და გამოიყენოს ტრანსნაციონალური კორუფცია უცხოურ მთავრობებზე ზეგავლენის მოსახდენად; განახორციელოს ექსტრატერიტორიული აქტივობები დისიდენტებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ; საფრთხე შეუქმნას უსაფრთხოებას იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის და დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა — კვლავ წარმოადგენს უჩვეულო და განსაკუთრებულ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის.აქედან გამომდინარე, მივიჩნიე, რომ აუცილებელია გაგრძელდეს №14024 აღმასრულებელი განკარგულებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა რუსეთის ფედერაციის მთავრობის აღნიშნულ მავნე საგარეო საქმიანობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.