უკრაინის რადის წევრმა, ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ პარლამენტში ერთობის არ არსებობის შესახებ ილაპარაკა.
“პარლამენტში ერთობა არ არის, ეს ილუზიაა. ერთობა იყო 1.5 წლის წინ, ახლა აღარ არის”. – ამბობს არახამია.
არახამიამ აღნიშნა, რომ უკრაინის რადა საპარლამენტო კრიზისს უახლოვდება, ვინაიდან დეპუტატების ნაწილი მანდატებზე უარის თქმას აპირებს.
“პარლამენტი დიდ კრიზისს უახლოვდება, იმიტომ, რომ მხოლოდ ჩვენი ფრაქციის რიგებიდან 17 დეპუტატი მანდატის დატოვებას აპირებს. ამჟამად პარლამენტში 401 დეპუტატია, ერთი მაინც დატოვებს თანამდებობას. 400-დან 226-ის შეგროვება ძალიან რთული იქნება(226 გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მინიმალური რაოდენობაა)”.
ფრაქციის თავმჯდომარემ 2023 წლის დეკემბერში ამბობდა, რომ არაერთი პარლამენტის წევრი მანდატზე უარის თქმას აპირებს.