,, ჩათვალეთ არის ბოლო ლუკმის ამოღების ხალხიდან” –

22
,,ხალხის პარტიის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ , რომელიც სემეკის სხდომას ესწრებოდა, განაცხადა:
,,ელექტროენერგიის გაძვირება საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩათვალეთ არის ბოლო ლუკმის ამოღების ხალხიდან. ქვეყანაში სოცუალურად დაუცველთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია სწორედ წელს. ამ ვითარებაში, ამის გაკეთება, ჩემი აზრით, არასწორია.  სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, ყოველ კვირას, პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც ახსნა-განმარტებებს იძლევიან სწორედ საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, სრული ვაკხანალიაა ჰესებთან მიმართებაში. არავიტარი დადებითი, გარდა ფსევდო მუნიციპალური ფონდების გრანტებისა, არაფერი არ რჩება საქართველოს მოსახლეობას პროექტებიდან, რომელიც ვითარდება ქვეყანაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც თქვენ ჩვენ გვპირდებით, ქვეყანაში 5 წელიწადში ესა და ეს რაოდენობის ინვესტიცია განხორციელდება, ესე გვეუბნებოდა ზუსტად რომეო მიქაუტაძე. ასე იყო საუბარი ენკას მხრიდან, ნამოხვანჰესთან დაკავშირებით. ეს არის კორუფციაში ჩაძირული სფერო, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც დაარტყამს საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს. 1 აპრილს ამ გადაწყვეტილების მიღება იქნება სერიოზული რუსული თაღლითობა“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა