ეს ფოტო გადაღებულია სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ ნორჩი გიგა ბოკერიას ექსტრემისტული დავალების შესეულების პროცესში

აბა თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს ახალგაზრდა თავის თანამოაზრეებთან ერთად? არ დაგღლით მარჩიელობით და გეტყვით – მართლმადიდებელ მრევლს! მრევლს რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში! – წერს ლადო სადღობელაშვილი და აქვეყნებს გიგა ბოკერიას ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ მას ხელში ქვები უჭირავს. სადღობელაშვილის თქმით, სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ნორჩი ბოკერიას პირველი ექსტრემისტული დავალება სწორედ ეს იყო, ხოლო, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ მრევლს მან სპეცოპერაცია ჩაუტარა, დააკავა და სცემა, ხოლო ეკლესია სატვირთო მანქანით დაანგრია.
“ეს ფოტო გადაღებულია სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებულ ნორჩი გიგა ბოკერიას (“თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი) ერთ-ერთ პირველ ექსტრემისტული დავალების შესეულების პროცესში… აბა თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს ახალგაზრდა თავის თანამოაზრეებთან ერთად? არ დაგღლით მარჩიელობით და გეტყვით – მართლმადიდებელ მრევლს! მრევლს რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში! ხელისუფლებაში მოსვლისას ბოკერიამ ამ მრევლს, ტაძრის წინამძღოლიან სტიქაროსნებიანად სპეცოპერაცია ჩაუტარა! დაარბია, სცემა და დააკავა, არ დაინდეს ახალგაზრდები და დედაოები… ხოლო ეკლესია დაილეწა, დაანგრია სატვირთო მანქანით! – ამათი მოტრიალება გვინდა? ესენი ხმას საერთოდ როგორ იღებენ?! წელში გამართული როგორ დაიარებიან?” – წერს ლადო სადღობელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“