საქართველოს პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი გაგუდა იგი” – აცხადებს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.