პარტია ,,ხალხის ძალის” წევრები და წიგნის — „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაციას დაესწრნენ

პარტია ,,ხალხის ძალის” წევრები – გენერალური მდივანი და პარტიის წევრი, დეპუტატი წიგნის — „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
პრეზენტაცია წარადგინა წიგნის ავტორმა – საპარლამენტო პოლიტიკურო ჯგუფი ,,ხალხის ძალის” აპარატის თანამშრომელმა, სამართლის დოქტორმა ამირან ზენაიშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ამ საკითხებზე მუშაობის პროცესზე, წიგნის სტრუქტურასა და იმ ძირითად ნორმებზე, რომლის განხილვაც მის მიერ მოხდა.
მისი განმარტებით, აღნიშნული წიგნი კომენტარების სახით, გაამარტივებს სამართლებრივი ნორმების უკეთ გააზრებას და პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენებას როგორც სტუდენტებისთვის, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.
დიმიტრი ხუნდაძისა და ზურაბ ქადაგიძის ჩართულობით ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში გაგრძელდა.
შეხვედრის დამსწრე სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები როგორც დეპუტატების, ასევე წიგნის ავტორის მიმართ. დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დემოკრატიული მმართველობის პროცესში
ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრა კარგი გამოცდილება აღმოჩნდა სტუდენტებისთვის, რადგან მათ საკითხის ირგვლივ ერთდროულად მოისმინეს როგორც პოლიტიკოსების ხედვები, ისე სამართლებრივი ნაშრომის დეტალური პრეზენტაცია, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია