ენცო ფერნანდესმა “რეალში” ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა

“ჩელსის” ნახევარმცველი ენცო ფერნანდესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის.
არგენტინელი “არისტოკრატებთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებს, ესპანური გამოცემები კი ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციას მადრიდის “რეალი” აკვირდება.
თავად ენცომ განაცხადა, რომ მადრიდში სიამოვნებით იცხოვრებდა.
“მადრიდში სიამოვნებით ვიცხოვრებდი, რადგან ულამაზესი ქალაქია და ბუენოს აირესს მაგონებს”, – ენცოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.
შეგახსენებთ, “ჩელსიმ” ფერნანდესი 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, 121 მილიონ ევროდ შეიძინა.