აჭარის უმაღლეს საბჭოში, სავარაუდოდ, ცვლილებები იგეგმება — ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ შესაძლოა თანამდებობა დღეს დატოვოს. ადგილზე მობილიზებულია უსაფრთხოების ძალები და მზადდება ბრიფინგების დარბაზი.
გაბაიძე, რომელიც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავია, რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოს თითქმის ცხრა წელია ხელმძღვანელობს.
“პირველები” დღეს საკითხის გარკვევას თავად გაბაიძესთან შეეცადა, თუმცა მან კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, თუმცა მისი თანამშრომლებენ არ უარყოფენ, რომ გაბაიძის გადადგომის მოლოდინი არსებობს.
რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, დაველოდოთ, თუკი რაიმე სიახლე იქნება, თავად ბატონო დავითი გაგცემთ პასუხს, – ამბობს უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ფერიდე უსტიაშვილი.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, დავით გაბაიძეს, სავარაუდოდ, ცოტნე ანანიძე შეცვლის. თავად ანანიძე დღეს სამსახურში არ გამოჩენილა და არც “პირველების” სატელეფონო ზარებს პასუხობს.
