“ქართული ოცნების” ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს პრემიერობის კანდიდატად პოლიტსაბჭოს ოფიციალურად წარუდგენს

რამდენიმე საათი ახალი პრემიერის დასახელებამდე – “ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტსაბჭოს ოფიციალურად წარუდგენს. იქნება კენჭისყრა.
ცნობილია, რომ პროცესი მალე დასრულდება, რადგან ახალი პრემიერის კანდიდატურაზე “ქართულ ოცნებაში” სრული თანხმობაა.
„პროცედურულად, მოგეხსენებათ, რომ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. განიხილება ეს ერთი კანდიდატურა ირაკლი კობახიძის. წარდგენილი იქნება ცვლილებები პარტიის ყრილობაზე, მიიღება გადაწყვეტილებები და წინასწარ გვაქვს მოლოდინი, რომ პოზიტიურია განწყობა ამ ცვლილებებთან მიმართებაში,“ – აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი