კირილ ბუდანოვი – ჩვენ ნამდვილად გვჭირდება დახმარება

უკრაინა საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტს განიცდის და პარტნიორების დახმარება სჭირდება, თუმცა საუბარია არა მხოლოდ ჭურვებზე, არამედ საარტილერიო სისტემებზეც, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
”ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს დახმარება,” – განუცხადა ბუდანოვმა CNN-ს.
მისი თქმით, სიის სათავეშია საარტილერიო სისტემები – ჰაუბიცები. ს ასევე სჭირდება ქვემეხების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, მიუხედავად მათი ასაკისა და ტიპისა. მიზეზი ის არის, რომ მრავალწლიანმა ბრძოლამ უკრაინულ შორ მანძილზე მოქმედ ქვემეხებს ზიანი მიაყენა.
ბუდანოვის განმარტებით, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საბრძოლო მასალა.
„ჭურვები ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია. არა იმდენად ხარისხი, რამდენადაც რაოდენობა”, – აღნიშნა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის პოზიცია ჰაერში უკეთესია – „დრონებთან დაკავშირებით, ჩვენ მეტ-ნაკლებად თანაბარი ვართ მტერთან“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თუკი უკრაინას A-10 ტიპის ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავები ეყოლება, რადგან ეს არის ის, რაც მას ნამდვილად დაეხმარება სთვის სამხედრო მარცხის მიყენებაში.

ასევე დაგაინტერესებთ