მიჩვეული ვართ სახელისუფლებო არჩევნებს, სადაც ვნებათაღელვაა ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით. აი, ეს პროცესები, რომელსაც მიჩვეული ვართ და ჩვეულია, არ უნდა გადმოვიტანოთ საეკლესიო, სულიერ ველზე. მაგალითად, თქვენ ფიქრობთ, რომ სინოდი დაიწყება, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელებს იმ დებულებით, რაც ეკლესიაში არსებობს, მაგრამ არავინ არ ფიქრობთ, რომ ეს სინოდი იწყება ლოცვით. […]
არ იგრძნობა არაფერი გარე ჩარევა, აი ამ შფოთის, ჩვენი, ადამიანური შფოთის გარდა, არაფერი ნამდვილად არ იგრძნობა ეკლესიაში, რომ ვინმე რამეს ცდილობდეს. შიგნით მიმდინარეობს პროცესები.