საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ დაპირისპირებაში გასვლაზე ლიეტუვა 2:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ქართველის დამატებით ლონდონის “არსენალი” ინტერესდება. Independent-ის ჟურნალისტის, მიგელ დელეინის ცნობით “მეთოფეებმა” “კვარას” შესაძლო ტრანსფერზე ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს.
ლიეტუველმა ქომაგმა “კვარას” “არსენალში” გადასვლისკენ, ტრიბუნებიდან მოუწოდა.
ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ ხვიჩას გასხვისებას ახლო პერიოდში არ განიხილავს და იგი კლუბისათვის ხელშეუხებელ მოთამაშედ ითვლება.