სტრატეგია გვაქვს, რომ ვერავინ ვერ დადოს შედეგი, სადაც მას 50%-ზე მეტი აქვს – იაგო ხვიჩია

პარტია “გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებიდან მხოლოდ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” დარჩნენ როგორც პოლიტიკური მოთამაშეები, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები კი შინაარსობრივად არ არსებობენ.
ხვიჩიას თქმით, პარტიების ნაწილი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანთან აპირებს თანამშრომლობას.
მისივე თქმით, სწორედ ეს განასხვავებს “გირჩის” სხვა პარტიებისგან – მას შეუძლია თანამშრომლობა, როგორც “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ასევე “ქართულ ოცნებასთან”
“დანარჩენი პოლიტიკური პარტიები შინაარსობრივად არ არსებობენ. წარმოიდგინეთ, პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ არცერთ ვარიანტში არ ვითანამშრომლებთ” ქოცებთან” ავტომატურად გამოდის, რომ ყველა ვარიანტში ვითანამშრომლებთ “ნაცებთან”. თუ შენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ითანამშრომლებ ბიძინასთან და გიწევს ყველა ვარიანტში მიშასთან თანამშრომლობა, მაშინ ცალკე რატომ გადიხარ, ანუ შენ ხომ “ნაცი” ხარ. თუ შენ არავისთან არ ითანამშრომლებ, როგორიც არის გახარია იმაზე ხმის მიცემას საერთოდ რა აზრი აქვს. თამაშს მიღმა რჩება მისივე პოზიციების გამო. ვიღაც ადამიანები რომ ცალკე გამოვიდეს მაგალითად “ხალხის ძალა” რომელიც მხოლოდ ქოცებთან ითანამშრომლებს…
თუ დავფიქრდებით რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს არჩევნებზე მისვლას, სტრატეგიებს ხომ რამე შინაარსი გააჩნია, ამ წუთას სტრატეგია გვაქვს, რომ ვერავინ ვერ დადოს შედეგი, სადაც მას 50%-ზე მეტი აქვს და მე დავჭირდე ბიძინა ივანიშვილსაც და მიხეილ სააკაშვილსაც”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები