ბოლტონი ტრამპზე: „თუ მისი პირველი ოთხი წელი ცუდი იყო, მეორე ოთხი უარესი იქნება“

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, ახლადგამოქვეყნებულ მემუარებში, ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. ბოლტონის თქმით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, ანგარებით დაინტერესებული ადამიანია, რომელიც დასჯის პირად მტრებს და დაამშვიდებს რუსეთისა და ჩინეთის, – მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებით.
ბოლტონი, რომელიც 2018-19 წლებში, თეთრ სახლში მუშაობდა, ამბობს, რომ დონალდ ტრამპს არ აქვს პოლიტიკური ფილოსოფია და თანმიმდევრული პოლიტიკის მსოფლმხედველობა. მისი თქმით, პრეზიდენტად კვლავ არჩევის შემთხვევაში, ტრამპმა შეიძლება დატოვოს ნატოს უსაფრთხოების ალიანსი, შეზღუდოს უკრაინის მხარდაჭერა, ნება დართოს ჩინეთს, ბლოკადაში მოაქციოს ტაივანი და ზოგადად, იზოლაციონიზმის პოლიტიკია გაატაროს.
„ტრამპი არ არის პრეზიდენტობისთვის შესაფერისი“ – წერს ბოლტონი ახალი წიგნის წინასიტყვაობაში, სახელად „ოთახი, სადაც ეს მოხდა“. ავტორი ამბობს, რომ წიგნი ერთგვარი ანგარიში იმ 17 თვის საქმიანობის, რაც თეთრ სახლში, იმჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად გაატარა.
ტრამპის უფროსმა მრჩეველმა თქვა, – „ვინც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ ასეთი ზიზღი აქვს, უეჭველად იპოვა ურთიერთობის გაფუჭების გზა.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება