მსოფლიო სასამართლო, რუსეთის მიერ უკრაინაში საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაძლო დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს

გაეროს უზენაესი სასამართლო ოთხშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხზე, დაარღვია თუ არა რუსეთმა ანტი-ტერორისტული ხელშეკრულება ში პრო-რუსი სეპარატისტების, მათ შორის იმ ელემენტების დაფინანსებით, რომლებმაც 2014 წელს მალაიზიის ავიახაზების რეისი MH17 ჩამოაგდეს.
აცხადებს, რომ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმში ეთნიკური თათრების და უკრაინელების დისკრიმინაციით, რუსეთმა ადამიანის უფლებების შესახებ ხელშეკრულება დაარღვია.
უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა დამნაშავედ ცნოს გაეროს ორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევაში, რომლის ხელისმომწერიც ორივე ქვეყანაა და რეპარაციების გადახდა დააკისროს.
გასულ ივნისში, ჰააგაში გამართულ სასამართლო მოსმენაზე, რუსეთმა უკრაინის ბრალდებები უარყო როგორც ფიქცია და „აშკარა სიცრუე“.
მოსკოვის ადვოკატებმა უარყვეს, რომ უკრაინის მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევები ხდება და რუსეთმა ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო გაეროს ხელშეკრულება დაარღვია.
კიევმა რუსეთს გაეროს უზენაეს სასამართლოში 2017 წელს, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე უჩივლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოო იქნება და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება, მაგრამ გადაწყვეტილებების აღსრულების საშუალება არ გააჩნია. თუმცა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რუსეთი უკრაინაში პრო-რუსი მებრძოლების დაფინანსებაზეა პასუხისმგებელი, ამან შეეძლება გაამყაროს ცალკე საქმეები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში განიხილება.
პარასკევს სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სხვა საქმეზე, რომლითაც უკრაინამ მოსკოვს ბრალი დასდო, რომ ყალბად გამოიყენა 1948 წლის კონვენცია გენოციდის შესახებ, რათა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრა გაემართლებინა.