ბოკერიას უთქვამს, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობა ეჭვქვეშ დააყენაო – ივანიშვილმა, რომელმაც ნაცების დიქტატურისგან იხსნა ქვეყანა, რომელიც ყველაზე ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროებაში, ცეცხლში გახვეულ რეგიონში, არის მშვიდობის გარანტი

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩო ოდიშარია, “ფედერალისტების” ლიდერის, გიგა ბოკერიას, განცხადებას ეხმიანება, რომელმაც “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ბიძინა ივანიშვილმა, არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი”.
ოდიშარიას შეფასებით, , ყველაზე ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროებაში, ქვეყანას უნარჩუნებს სტაბილურობს და ეკონომიკურ განვითარებას, ცეცხლში გახვეულ რეგიონში, არის მშვიდობის გარანტი. თუმცა, მისივე თქმით, ბოკერიასთვის, მისი მსგავსი უსამშობლო აგენტურისთვის და მათი გარე პატრონებისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა, კვლავ ვასალ სახელმწიფოდ გადაქცევას გულისხმობს.
“გიგა ბოკერიას უთქვამს, ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობა ეჭვქვეშ დააყენაო. ივანიშვილმა, რომელმაც ნაცების დიქტატურისგან იხსნა ქვეყანა, დაასრულა სისტემური წამების, ბიზნესის რეკეტის, პოლიციური რეჟიმის, გამოხატვის თავისუფლების ძალადობრივი ხელყოფის სისტემური პრაქტიკები; რომელიც ყველაზე ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ დროებაში, ქვეყანას უნარჩუნებს სტაბილურობს და ეკონომიკურ განვითარებას, ცეცხლში გახვეულ რეგიონში, არის გარანტი მშვიდობის; ეს ყოფილა სახელმწიფოდ არსებობის ეჭვქვეშ დაყენება. თუმცა ბოკერიასთვის, მისი მსგავსი უსამშობლო აგენტურისთვის და მათი გარე პატრონებისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ყველაფერ ზემოთჩამოთვლილის საპირისპიროზე დგას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისგან გამოშიგვნის და ისევ ვასალ, ბრძანებების უაპელაციოდ შემსრულებელი ქვეყნის მდგომარეობაში დაბრუნებაზე. მოკლედ, ორუელის საუკეთესო ტრადიციებში: ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, უმეცრება ძალაა,” – წერს ოდიშარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება