მეუფე იაკობი: ჩვენ არაფრის გვეშინია

არც [სუსი-ს] ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს. ვინც გვისმენს, იმასაც მოვკიდებ ხელს, გვარებიც ვიცით, ყველაფერი ვიცით – ფაილებში, შესაძლოა 95% სიმართლე თქვან და სასულეებიც ბრძანონ. ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ მძიმედ გავდივართ ამ პერიოდს.

„სინოდის თითოეულ წევრს ვეუბნები: ჩვენში არ შეიძლება დაძაბულობა, ტელევიზიებში ათასს სისულელეს ვუყურეთ. არც [სუსი-ს] ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს. ვინც გვისმენს, იმასაც მოვკიდებ ხელს, გვარებიც ვიცით, ყველაფერი ვიცით. ერთმა თავიც მოიკლა, ხომ ხედავთ. ფაილებში, შესაძლოა 95% სიმართლე თქვან და სასულეებიც ბრძანონ. ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილ მოშიშები. ღმერთი გვიყვარს და წესიერად მოიქცეს ყველა. ჩვენი სახელმწიფოს საგარეო [მიმართულებაზე ვსაუბრობ]…. ვისაც ჩვენთვის სიკეთე არ უნდა, ფრთხილად იყვნენ ჩვენთან. ჩვენთან არს ღმერთი. ჩვენ ერთმანეთიც უნდა გვიყვარდეს და მტერიც, მაგრამ ქრისტეს და ჩვენი ქვეყნის მტერი ვერ გვეყვარება, ეს ყველამ იცოდეს. არაფრის შეგეშინდეთ, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ მძიმედ გავდივართ ამ პერიოდს“, – აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში