მეუფე დიმიტრი პატრიარქის გამორჩევაზე: ვილოცოთ, რომ სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი იმ პროცესს განმარტავს, რომელიც მომავალი პატრიარქის გამორჩევას შეეხება. სასულიერო პირის თქმით, არაუგვიანეს ორი თვისა წმინდა სინოდი დაადგენს, ვინ იქნება ქვეყნის ახალი პატრიარქი.

ვილოცოთ, რომ ყოველივე სიკეთით და მშვიდობით აღსრულდეს, – ამბობს სასულიერო პირი.

არაუგვიანეს ორი თვისა მოხდება არჩევა, გაერთიანებული საეკლესიო კრებაც იმსჯელებს და მერე წმინდა სინოდი დაადგენს ამ ძირძველ, ამ ღვთითკურთხეულ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს. ვილოცოთ, რომ ყოველივე სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლით და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა, – თქვა სასულიერო პირმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში