ქართლის ამბები: კასპის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომოდ ყველაზე იაფ, თურქულ კვერცხს დაურიგებს

კასპის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომოდ ყველაზე იაფ, თურქულ კვერცხს დაურიგებს | ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ სააღდგომოდ 30 კვერცხს სოციალურად დაუცველი 370 ოჯახი მიიღებს. მათივე ცნობით, შეთავაზებული იყო სამი სახეობის – ,,კოდის”, ,,მესხური მეფრინველეობის” და თურქეთიდან შემოტანილი კვერცხები. შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიები მერიას კოდის კვერცხს – 0.69 ლარად, მესხურს – 0.50 ლარად, ხოლო თურქულს – 0.43 ლარად სთავაზობდნენ. გამოცემის ცნობით, მერიამ ის კომპანია შეარჩია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში