ჰელსინკის კომისია – “ქართული ოცნება” სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ხელისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს

ჰელსინკის კომისია ოპოზიციური პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე “რუსული ოცნების” დაწერისთვის 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება დაწერს, რომ “ქართული ოცნება” სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ხელისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს”.

“ოპოზიციური პარტია “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას, ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც გასული წლის სექტემბერში თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის — “რუსული ოცნება”, დამნაშავედ ცნეს.

ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები ახლა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელის — 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთის, შესაძლებლობის წინაშე დგანან “სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის”,— წერს ჰელსინკის კომისია X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში