პუტინი: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს, მაგრამ ეს „ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულია“

დემილიტარიზებული ზონა ში უნდა იყოს ისეთი, რომ შევძლოთ ს ტერიტორიის დაცვა დასავლური შორი მანძილის იარაღის დახმარებით დაბომბვისგან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ უკრაინის კონტაქტური საზღვარი რუსეთის საზღვრიდან შორს გადასწიონ, რათა უზრუნველყონ რუსეთის უსაფრთხოება.

პუტინმა დაადასტურა, რომ „ილ-76“ უკრაინელ ტყვეებთან ერთად უკრაინამ ჩამოაგდო ამერიკული პატრიოტის კომპლექსის დახმარებით, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ გეგმავს გაცვლის შეჩერებას.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს, მაგრამ ეს „ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულია“. მოსკოვი ითხოვს საერთაშორისო გამოძიებას, მაგრამ არ არიან მსურველები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. დასავლეთში ცდილობენ, რომ არ ისაუბრონ მომხდარზე“, – განაცხადა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ