სიმეონეს და “ატლეტიკოს” ისტორია გრძელდება – “ჩოლო” წასვლას არ აპირებს

ესპანური პოპულარული გამოცემა AS-ის ინფორმაციით, “ატლეტიკო” გუნდის დამრიგებელ დიეგო სიმეონესთან ახალ კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მოსალოდნელია, რომ მხარეები შრომითი ხელშეკრულების 1 წლით გახანგლძრივებაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ და არგენტინელიც მადრიდულ გუნდში დარჩება.
“ჩოლოს” “როხიბლანკოსთან” არსებული ამჟამინდელი კონტნრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება. ის გუნდს 2011 წლიდან ავარჯიშებს. ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ სიმეონეს მიწვევა “ინტერს” სურდა.