გენო პეტრიაშვილი: ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ბათუმში, აჭარის რეგიონის სტუდენტებთან გაიმართა.
დეპუტატი მზაობას გამოთქვამს, რომ ყველა შეხვედრას დაესწრება, რადგან აჭარაში პირველმა კონფერენციამ დაარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი დისკუსიები აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისათვის. დღეს ბათუმში ვიყავი, სადაც ჩვენი დიდი ოჯახის, “ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ და პირადად ჩემმა მეგობარმა, ვარლამ ლიპარტელიანმა რეგიონული კონფერენციები დაიწყო.
მიზანი არის მარტივი- ჩვენი გუნდი მზად არის, პირდაპირი კომუნიკაციით გაიგოს ახალგაზრდების საჭიროება, პრობლემა და გამოწვევა. მე პირადად, ახალგაზრდული ორგანიზაციის ყველა შეხვედრას დავესწრები, რადგან აჭარაში პირველმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი დისკუსიები აუცილებელია ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისათვის.”- წერს პეტრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა