78 წლის გამოცდილი სპეციალისტი როი ჰოჯსონი სეზონის ბოლომდე ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “ბრისტოლის” მთავარ დამრიგებლად დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ მისი უდიდესი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, როი 1982 წელს ამ კლუბს უკვე მოძღვრავდა.
ჰოჯსონის ბოლო სამუშაო ადგილი “კრისტალ პალასი” იყო და გუნდი 2024 წელს დატოვა, რის შემდეგაც ყველას ეგონა, რომ მისი სამწვრთნელო კარიერა დასრულდა, თუმცა მან მოულოდნელად “ბრისტოლის” წინადადება მიიღო და ჩემპიონშიპში მე-16 ადგილზე მყოფ კლუბს მე-2 ლიგაში დარჩენაში უნდა დაეხმაროს.