სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება

ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა, პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „არსენალის“ დაინტერესების შესახებ გააკეთა კომენტარი.
„თუ გახსოვთ, გასულ სეზონში პსჟ-მ ყველა ინგლისური გუნდი, მათ შორის „არსენალიც“ დაამარცხა. უმთავრესი ისაა, რომ ამ მატჩებში საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა იყო. მას ნებისმიერ გუნდსა და ლიგაში შეუძლია თამაში. უკვე მსოფლიო კლასისაა.
გასაკვირი როდია, რომ ხვიჩაზე ამხელა მოთხოვნაა. ეს ბუნებრივია, რადგან ყოველ წელს უკეთესი ხდება. კარგად ირჯება დაცვაში, რასაც ადრე არ აკეთებდა. ფიზიკურად ძლიერია, თამაშის წაკითხვის მხრივ კი ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეულია“, – განუცხადა სიომინმა „ჩამპიონატს“.
ამ სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 37 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.