ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლაშა ტალახაძე, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ბათუმში გამართულ პირველ კონფერენციას აფასებს და აცხადებს, რომ აჭარაში მმართველი გუნდის ჩასვლამ, დიდი ინტერესი გამოიწვია.
მისი განცხადებით, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, პრობლემური საკითხების მარტივად მოსაგვარებლად.
“ვარლამ ლიპარტელიანმა, ჩვენმა მეგობარმა და პოლიტიკური გუნდის ღირსეულმა წევრმა გვთხოვა, ბათუმში დავსწრებოდით პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციას. ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია. დისკუსია და კამათი ახალგაზრდებთან არის საუკეთესო გზა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან. მიხარია, რომ ვარლამი და ახალგაზრდული გუნდი აქტიურად ჩაერთო დისკუსიებში – მე ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო!” – წერს ტალახაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი