ჯოზეფ ბორელი – ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნებში მომზადებას კიდევ 20 000 უკრაინელი სამხედრო გაივლის

ზაფხულის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნებში მომზადებას კიდევ 20 000 უკრაინელი სამხედრო გაივლის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
“თითქმის დავასრულეთ უკრაინული არმიისთვის თითქმის 40 000 ჯარისკაცის მომზადების მისია. ახლა ამ რიცხვისთვის კიდევ 20 000 ჯარისკაცის დამატებაზე შევთანხმდით, ჯამში მომზადებას 60 000 ჯარისკაცი გაივლის”, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, “ეს რიცხვი ზაფხულის ბოლოსთვის იქნება მიღწეული”.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ