გიორგი ვაშაძე: თუ არ შევცვლით ხელისუფლებას, უკეთესობისკენ ვერ წავალთ

რა გაეგება ს ეკონომიკის? შექმნის ის სამუშაო ადგილებს? – ვერა. რატომ ნიშნავენ? იმიტომ, რომ ის იქნება ს პერსონალური ინტერესების მცველი და უფრო მაგრად შეეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, მ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერად შეარჩია ადამიანი, რომელიც მის დავალებებს ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს.
„ხელისუფლებაში პროფესიონალი ადამიანები გვჭირდება. არ შევცვლით ხელისუფლებას, უკეთესობისკენ ვერ წავალთ. ბიძინა ივანიშვილი არის რეალობას აცდენილი ადამიანი და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ კობახიძეს ნიშნავს პრემიერ-მინისტრად. არ აღელვებს არც უმუშევრობა, არც ფასების ზრდა, არც კატასტროფული მიგრაცია და შობადობის კლება, აღელვებს მხოლოდ თავისი პერსონალური ინტერესების დაცვა. შესაბამისად, პრემიერად შეარჩია ადამიანი, რომელიც მის დავალებებს ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს, პერსონალურად მის ინტერესებს დაიცავს და ევროინტეგრაციის გზას შეუშლის ხელს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი პარტიისა და „გამარჯვების პლატფორმის“ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარადგენენ გუნდს, რომელიც „ზეკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული იქნება“.
„ჩვენ ვსაუბრობთ ხალხთან ერთობაზე, რადგან გვაქვს საერთო ამოცანა, დავამარცხოთ უმუშევრობა და შევქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები. შემოვიყვანოთ ამერიკული და ევროპული ინვესტიციები ქვეყანაში, რომ წარმოება განვავითაროთ. ტურიზმის სრულიად ახალი შესაძლებლობა შევქმნათ და ყველა სოფელი ტურისტულ ცენტრად ვაქციოთ. მაღალანაზღაურებადი შემოსავლიანი სამუშაო ადგილები შევქმნათ და ქართული ბიზნესი განვავითაროთ. ყველა მეორე ქართველი იქნება მეწარმე და ბიზნესმენი. თქვენ ნახავთ, რომ ამას გავაკეთებთ. ეს არის ხალხთან ერთობით მიღწევადი. ამასთან ერთად, დაინახავთ, რომ წარვადგენთ გუნდს, რომელიც არის ზეკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული. ესაა ჩვენი სტრატეგია. ამ ადამიანებიდან ზოგი ჩრდილოვანი კაბინეტის წევრი იქნება, ზოგი საპარლამენტო სიაში იქნება, ზოგი უბრალოდ იმ ჯგუფში იქნება, ვინც საქართველოში უმუშევრობის დაძლევის გეგმის შემუშავებაში მოგვეხმარება. სხვადასხვა როლი ექნებათ ამ ადამიანებს. დღეს ვისაც ჩვენგან ხედავთ, ეს მხოლოდ ფუნდამენტია. ამ ძლიერ ფუნდამენტზე გვინდა ავაშენოთ სრულიად ახალი, ნდობის მომპოვებელი გუნდი, რომლის მთავარი განმსაზღვრელია პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და პატიოსნება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს