“დამხვდნენ როგორც რეციდივისტს, სამი მანქანით ალყაში მომაქციეს და ისე ამიყვანეს” – ნინია კაკაბაძის სიტყვა სასამართლოში

“მედიაჩეკერის” ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის “გზის გადაკეტვის” სხდომა ისევ გადაიდო. მოსამართლე კობა ჩაგუნავა გადაწყვეტილება 21 აპრილს გამოაცხადებს.ნინია კაკაბაძე 5 თვის წინ, 2025 წლის 3 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სამანქანო გზაზე დგომით ტრანსპორტის მოძრაობის ხელოვნურად შეფერხებას ედავებოდა.დღეს, 27 მარტის სხდომაზე ნინია კაკაბაძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.“დამხვდნენ როგორც რეციდივისტს, სამი მანქანით, ალყაში მომაქციეს და ისე ამიყვანეს, ვერც კი მივხვდი, რომ ჩემს დაპატიმრებას ცდილობდნენ. მეგონა, რომ რაღაც შეეშალათ. მაშინვე ვაჩვენე ბეიჯი, რომელიც ზედ მეკეთა და ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ.მინდა -ს წარმომადგენელ ქალბატონს ვუთხრა, რომ ძალიან სამწუხაროა ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორ მოდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და არანორმალური რაოდენობით ტყუილს ლაპარაკობენ, თითქოს მე დავსეირნობდი უსაქმოდ და არ ვიღებდი არაფერს. ასეთი 10-წამიანი კადრიც კი არ არსებობს ბუნებაში. რომც მესეირნა და მთელი ერთი საათის განმავლობაში ჩართული კამერით არ ვყოფილიყავი, არც ეს არ არის დარღვევა.ქალბატონი -ს წარმომადგენელი ამბობს, რომ ჟურნალისტები გადაიღებენ და შემდეგ გადადიან ისევ ტროტუარზეო. ასეთი რამე არ ხდება. არასოდეს არ მომხდარა. მე ახლავე შემიძლია გაჩვენოთ კადრები [სამთავრობო მედიების წარმომადგენლების] რუსთაველის გამზირზე, გადაკეტილზე, ძირს, იქვე ქუჩაში, როგორ უდევთ კამერები, იქვე დგანან, საღეჭ რეზინს ღეჭავენ, სიგარეტს აბოლებენ და ჯიბეში უდევთ მიკროფონები. წახვალთ ახლა და მათ წინააღმდეგ ოქმს შეადგენთ? არ წახვალთ იმიტომ, რომ ისინი თქვენი ერთ-ერთი დანაყოფია. მე არ ვარ თქვენი დანაყოფი და ამიტომაც ჩათვალეთ, რომ საქმეს არ ვაკეთებდი.წინა დღეებშიც ზუსტად ასე ვიღებდი და რატომ მაშინ არ დამაკავეთ? ვფიქრობ, იმიტომ, რომ იმ დღეს განსაკუთრებულად ახლო ხედით ვუღებდი პოლიციელებს. მათ შორის გოგა მემანიშვილს [თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი] და აი, ეს კადრიც მაქვს, გოგა მემანიშვილი ჩემზე როგორ ანიშნებს რაღაცას. შემდეგ, როდესაც მას ვკითხე, რატომ დამაკავეთ, ხომ იცი, რომ ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მე რა ვიცი, შენ მანდ რა გეკიდაო. იმითაც არ შეიწუხა თავი, ენახა რა ნიშანი მეკიდა, რომელსაც დიდი ასობით PRESS აწერია.იმ დღეს ასე მოინდომა. ძალაუფლება მათ ხელშია, ყველაფერი შეუძლიათ, რომ გააკეთონ. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, რომლებიც ჩვენი უფლებებით ვსარგებლობთ. ამიტომ, ცხადია, ამ ეტაპზე ვართ მსხვერპლი ასეთი ადამიანების, რომელნიც გადაწყვეტენ, რომ შენი უფლებების შელახონ და სრულიად უკანონოდ დაგაკაონ.4 საათი გამატარებინეს პოლიციაში იმ დროს, როდესაც ბავშვი სახლში მარტი იყო. ვთხოვდი, რომ მოეცათ საშუალება, ბავშვთან მაინც დამერეკა თუნდაც მათივე ტელეფონით, რომ მამას დაკავშირებოდა. ამის საშუალებაც არ მომცეს. როგორც სადისტები, ისე იქცეოდნენ და კიდევ აქეთ მაყენებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ თავი უნდა ვიმართლო – ჟურნალისტი ვარ და ვმუშაობდი-მეთქი. ამის ყველანაირი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს, თქვენს კამერებზეც, ჩემს კამერაშიც და ყველას კამერაში. მსგავსი აბსურდი ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ხდებ”, – განაცხადა ნინია კაკაბაძემ.