ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში

ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI
30
წაკითხვა
სატურნს ადრე ახლოდან ზონდი Cassini აკვირდებოდა და მეცნიერებს ამ პლანეტის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. ახლა მას შედარებით შორიდან ადევნებენ თვალს ობსერვატორიებით, როგორიც, მაგალითად, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპია.
ის ციურ სხეულზე სეზონების ცვალებადობასა და რგოლების მდებარეობას წლებია, აღბეჭდავს. ახლა კი მეცნიერებმა ეს მონაცემები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ სურათებთან გააერთიანეს. შედეგად, ამ გიგანტურ ობიექტზე მიმდინარე პროცესების შესახებ მეტი შევიტყვეთ.
ეს ორი ტელესკოპი სხვადასხვა სპექტრის მიმართაა მგრძნობიარე: ჰაბლი ხილულ, ვები კი ინფრაწითელ სინათლეს აკვირდება, ანუ შეუძლია, რომ სატურნის ატმოსფეროს სიღრმეები დააფიქსიროს. ასტრონომებმა მათი მონაცემები ათწლოვანი კვლევითი პროექტის OPAL ფარგლებში შეაჯერეს და რგოლებიანი პლანეტის ატმოსფეროს სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღეს.
ჰაბლის მიერ გადაღებული სატურნი.
ფოტო: NASA, ESA
ჰაბლი და ვები სატურნისკენ რამდენიმეთვიანი ინტერვალით მიმართეს: პირველი 2024 აგვისტოში, მეორე კი — იმავე წლის ნოემბერში. ჰაბლმა ციური სხეულის ატმოსფეროს სხვადასხვა სარტყელი და სამი პატარა, მკრთალი ბუნებრივი თანამგზავრი აღბეჭდა: იანუსი, მიმასი და ეპიმეთეოსი.
ვების ტელესკოპით სატურნი მაშინ გადაიღეს, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მიწურული იყო, სამხრეთში კი გაზაფხული იწყებოდა. მან პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსში მდებარე ცნობილი ექვსკუთხა შტორმის მკაფიო წაწვეტებული კიდეები დააფიქსირა. ვარაუდობენ, რომ პოლუსების მონაცრისფრო-მომწვანო შეფერილობა დიდ სიმაღლეზე არსებულ აეროზოლებს ან, პოტენციურად, ციალს უკავშირდება.
ვების მიერ “დანახული” სატურნი.
ფოტო: OPAL
ვების მონაცემებმა გამოავლინა სატურნის შუა განედებზე გამავალი მოზრდილი ტალღოვანი სარტყელიც. მის ქვეშ მცირე ზომის წერტილიც ჩანს, რომელიც 2011 წლის “დიდი საგაზაფხულო შტორმის” ნარჩენია. სხვა შტორმები მეტწილად სამხრეთ ნახევარსფეროშია, თუმცა გრანდიოზული ზომით არცერთი არ გამოირჩევა. შესაძლოა, ისინი ზაფხულის სეზონზე უფრო გააქტიურდეს.
ვების ტელესკოპს სატურნის ბუნებრივი თანამგზავრებიც არ გამორჩენია. მან იანუსთან ერთად ელცელადი და დიონაც გადაიღო. ასევე, მან რგოლებში არსებული სტრუქტურებიც აღბეჭდა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კოლაბორაცია მომავალშიც გაგრძელდება და რგოლებიან პლანეტას უკეთ გაგვაცნობს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას17733 ნახვა
გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს5336 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3891 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს3808 ნახვა
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები3209 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
გადახედვა
მეცნიერება
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
გადახედვა
ფიზიკა
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
გადახედვა
კოსმოსი
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
გადახედვა
მეცნიერება
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
გადახედვა
მეცნიერება
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
გადახედვა
მეცნიერება
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს