მეცნიერებაSci-Techადამიანი
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
ფოტო: Shutterstock.com
ჰომო ერექტუსი იყო პირველი ჰომინიდი, რომელიც ჩვენ გვგავდა, გამხდარი სხეულით, რომელიც მანამდე არსებულ ყველა (ადამიანის) სახეობასთან შედარებით გაცილებით დიდი იყო. მეორე მხრივ, უფრო დიდ სხეულს უფრო მეტი ენერგიაც სჭირდება, განსაკუთრებით ორსულობისას.
2002 წელს მკვლევრებმა სცადეს გამოეთვალათ მდედრი ჰომო ერექტუსის დედობის “ენერგეტიკული ღირებულება”. მათ დაასკვნეს, რომ ზომის გამო, ამ პრეისტორიულ დედებს უფრო დიდი ენერგია დასჭირდებოდათ, ვიდრე ადრეულ ჰომინიდებს, როგორიცაა ავსტრალოპითეკი.
მეორე მხრივ, დიდი ენერგიის საჭიროების შემცირება შესაძლებელი იქნებოდა შიმპანზეს რეპროდუქციული სისტემიდან ჰომო საპიენსის მსგავს სისტემაზე გადასვლით. საუბარია ლაქტაციის უფრო მოკლე პერიოდზე და ორსულობებს შორის უფრო მცირე ინტერვალზე.
ამ კვლევის ხელახლა განხილვის შემდეგ, მკვლევარმა ლესლი აიელომ გამოაქვეყნა გამოთვლების განახლებული ვერსია, რომელიც იყენებს ენერგიის ხარჯვის განსაზღვრის ახლახან შემუშავებულ მეთოდებს.
აიელომ დაასკვნა, რომ 2002 წლის თავდაპირველ კვლევაში ჰომო ერექტუსის ენერგიის საჭიროება არასაკმარისად შეაფასეს, მაგრამ ორსულობისა და ლაქტაციის ენერგეტიკული ღირებულება გადაჭარბებული იყო.
მაგალითად, მისი განახლებული მონაცემების მიხედვით, შიმპანზის მსგავსი რეპროდუქციული სისტემიდან ადამიანის მსგავს რეპროდუქციულ მოდელზე გადასვლა ერთ ჩვილზე ენერგიის ხარჯს 66.6%-დან 78.6%-მდე შეამცირებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰომო ერექტუსების დედები თავიანთ ნაშიერებს ძუძუს შიმპანზეებსა და სხვა უძველეს ჰომინიდებზე ადრე აშორებდნენ, თუმცა მათ უფრო ხშირად უნდა ჰყოლოდათ შვილები.
ეს კი ნიშნავს, რომ ჰომო ერექტუს დედებს ერთდროულად რამდენიმე ბავშვი ჰყავდათ მოსავლელი. გარდა ამისა, ძუძუს წოვის შემდეგ, ამ პატარებს მყარი საკვები სჭირდებოდათ. აიელო ვარაუდობს, რომ თანამედროვე ადამიანის მსგავს რეპროდუქციულ მოდელზე გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ამას თან ახლდა “შრომის ეკონომიკური დანაწილება, რომლის დროსაც დედას სხვა ინდივიდები ეხმარებოდნენ. ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ სხვა ზრდასრული ინდივიდები და წამოზრდილი შვილები.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჰომო ერექტუსები ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და ჯგუფის წევრები რესურსების საჭიროების მქონე ინდივიდებს ეხმარებოდნენ. აიელო მიიჩნევს, რომ ჰომო ერექტუს დედებს უკეთესი ხარისხის საკვებზე გადასვლა დასჭირდებოდათ. ამისთვის, შესაძლოა, ეს უძველესი ჰომინიდები საკვებს ამზადებდნენ და ამუშავებდნენ კიდევაც.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ბოლომდე მაინც არ ვიცით, როდის გადავიდნენ ჰომინიდები თანამედროვე რეპროდუქციულ მოდელზე. კბილების მორფოლოგიის ანალიზი მიუთითებს, რომ თანამედროვე ადამიანი მხოლოდ ჰომო საპიენსის გაჩენიდან გამოჩნდა. მეორე მხრივ, აიელო ვარაუდობს, რომ “გარდამავალი პერიოდი ჰომოს გვარის ევოლუციის ადრეულ ეტაპზე უკვე მიმდინარეობდა და, სავარაუდოდ, ამაში დიდი წვლილი ჰომო ერექტუსსაც ეკუთვნის”.
კვლევა American Journal of Human Biology-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას17951 ნახვა
გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს6813 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3905 ნახვა
რა არის C ვიტამინი და როდის გვჭირდება ის1442 ნახვა
ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა1251 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
კოსმოსი
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
კოსმოსი
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
კოსმოსი
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
გადახედვა
მეცნიერება
მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს
მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია
გადახედვა
ფიზიკა
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
ისტორიაში პირველად, CERN-ის მეცნიერებმა ანტიმატერიის ტრანსპორტირება შეძლეს
გადახედვა
კოსმოსი
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
დაასახელეს 45 პლანეტა, რომლებზეც შეიძლება სიცოცხლე იყოს
გადახედვა
დედამიწა
შეისწავლეს უცნაური მინერალი, რომელიც ფერს იცვლის — 30 წლის შემდეგ ის ლონდონში დააბრუნეს
შეისწავლეს უცნაური მინერალი, რომელიც ფერს იცვლის — 30 წლის შემდეგ ის ლონდონში დააბრუნეს
გადახედვა
მეცნიერება
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს