ირანმა ეროვნულ და საკლუბო სპორტულ გუნდებს იმ ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა, რომლებსაც ირანის რეჟიმი მტრულად მიიჩნევს. ინფორმაციას Reuters ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ეროვნული და საკლუბო გუნდების ყოფნა იმ ქვეყნებში, რომლებიც მტრულად ითვლება და ვერ უზრუნველყოფენ ირანელი სპორტსმენებისა და გუნდის წევრების უსაფრთხოებას, აკრძალულია შემდგომ შეტყობინებამდე”. – მედიის ცნობით, აცხადებს ირანის სპორტის სამინისტრო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სადამდე გაგრძელდება ეს შეზღუდვა და რომელ ქვეყნებს შეეხება.