ერევანში პირველი სომხეთი-ევროკავშირის სამიტი ჩატარდება

ევროკომისიის პრეზიდენტი , სომხეთის პრემიერმინისტრი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა
4 დ 5 მაისს, ერევანში პირველი სომხეთი-ევროკავშირის სამიტი ჩატარდება. ევროკავშირს წარმოადგენს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად. სომხეთს წარმოადგენს პრემიერმინისტრი .
“ევროკავშირი-სომხეთის სამიტი ფოკუსირებული იქნება ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, კერძოდ, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში კავშირგაბმულობაზე. ლიდერები ასევე განიხილავენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოების, კავშირგაბმულობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროგრესს, ასევე მიმდინარე გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს,” – წერია ევროკომისიის პრესრელიზში.
ცნობისთვის, სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება 2025 წელს მიიღეს და მთავრობის წევრებმა შესაბამისი კანონპროექტი დაამტკიცეს