ქართულმა კომპანიამ ოკუპირებული დონეცკის რეჟიმთან წიაღისეულით ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა

კომპანია George Oil Limited-ის დირექტორი, ვალერიანე ქოჩიაშვილში და ე.წ. დონეცკის მთავრობის ხელმძღვანელი, ანდრეი ჩერტკოვიანდრეი ჩერტკოვის Telegram-არხი19 მარტს ოკუპაციური დონეცკის მარიონეტული მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქართულ კომპანია George Oil Limited-თან ქვანახშირისა და მეტალების ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
შესაბამისი განცხადება ე.წ. დონეცკის მთავრობის ხელმძღვანელი ანდრეი ჩერტკოვის Telegram-არხზე გავრცლედა.
მისი თქმით, შეთანხმება ეხება იმ სექტორებს, რომლებიც “დონეცკის რესპუბლიკისთვის” საკვანძოდ მიიჩნევა – ეს არის ქვანახშირის მრეწველობა, მეტალურგია და ქიმიური წარმოება.
შეთანხმებას ხელი George Oil Limited-ის მხრიდან კომპანიის დირექტორმა, ვალერიანე ქოჩიაშვილმა და ე.წ. დონეცკის მთავრობის მხრიდან, ჩერტკოვმა მოაწერეს ხელი.
ჩერტკოვი ამტკიცებს, რომ ქართულ კომპანიას აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნა აქვს. თავის მხრივ, ოკუპაციური ადმინისტრაცია ხედავს შესაძლებლობას მათი რეგულარული მიწოდების ორგანიზებისთვის.
ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოამზადებენ კონკრეტულ საქონლის ჩამონათვალს, რომლის მიწოდებაც შესაძლებელი მუდმივ რეჟიმში იქნება.
“ეს ფაქტობრივად პირველი ნაბიჯია სრულფასოვანი სავაჭრო კავშირების ჩამოყალიბებისკენ. ზოგადად, ამ შეთანხმებას ვიხილავთ როგორც შესაძლებლობას, გავაფართოოთ რეალიზაციის ბაზრები და გავაძლიეროთ ჩვენი რესპუბლიკის ეკონომიკური პოზიციები” – განაცხადა ჩერტკოვმა.