საქართველოსთან მატჩს ახალი მწვრთნელით შეხვდება? – შევჩენკომ რებროვის მომავალზე ისაუბრა

უკრაინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში შვედეთთან 1:3 დამარცხდა. მატჩი უკრაინაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო, შეხვედრას ვალენსიას Estadi Ciutat de València-მ უმასპინძლა.
რა თქმა უნდა, შედეგი უკრაინელთათვის არადამაკმაყოფილებლად ჩაითვალა, რადგან გუნდს მუნდიალის საგზურის მოპოვება სურდა. მატჩის მერე UEFA-ს ოფიციალურ გვერდთან ნაკრების მწვრთნელი სერგეი რებროვის მომავალზე ანდრეი შევჩენკომ ისაუბრა.
“პირველ რიგში, უკრაინის ნაკრების მხარდაჭერისთვის გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. შედეგით უკმაყოფილონი ვართ, რადგან დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ.
ახლა გუნდმა 31 მარტს ამხანაგურ დაპირისპირებაში ალბანეთთან კარგად უნდა ითამაშოს და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინოს. რებროვის მომავალი? – ამ ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ჩვენ ჩავატარებთ შესარჩევი ეტაპის სრულ ანალიზს, ვესაუბრებით მთავარ მწვრთნელს და მივიღებთ გადაწყვეტილებას ეროვნული ნაკრების მომავალთან დაკავშირებით”, – თქვა შევჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები ერთა ლიგის B ჯგუფში საქართველოს მეტოქე იქნება.